გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია ზუგდიდის მერობის არჩევნებისთვის 19 მაისს, არეულობის მოწყობას გეგმავს. მისი განმარტებით, გაერთიანებულ ოპოზიციას საარჩევნოდ ზუგდიდში ჩაჰყავს ოპოზიციური პარტიის 1 400 წარმომადგენელი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის 2000-მდე წარმომადგენელი. როგორც ვაშაძემ განაცხადა, "ქართული ოცნება" საქართველოს მართვას ცდილობს სიყალბით, "ფეიკ ნიუსებით" და დიქტატით.