გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება", არის სრული მავნებლობა, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.თუმცა, ვაშაძემ არ შეაფასა მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არ შეაფასა.
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა აშშ-რუსეთის პრეზიდენტების სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს ნიშნავს ის, საქართველოს საკითხი ამ სამიტზე განხილული არ იყო, უკრაინა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული საკითხია იმიტომ, რომ უკრაინაში ომი უწყვეტად მიმდინარეობს.
მისი თქმით, საქართველოს ყველა მოკავშირის ურყევი მხარდაჭერა აქვს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით.