„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში სრული თანხვედრაა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოს ომის თარიღი გამოიყენა იმისთვის, რომ დაეწყო საარჩევნო კამპანია და თავს დასხმოდა ოპოზიციას.