"ზურაბიშვილიდან დაწყებული, ყველა დანარჩენით დამთავრებული, მოახერხეს, რომ დაუპირისპირდნენ საქართველოს მოქალაქეს, რუსეთის ფედერაციას და დედამიწის ზურგზე ყველას, თუ ვინმესთან შეიძლება", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო შეიძლება იყოს პროფესიული ან არაპროფსიული მთავრობით, მაგრამ სახელმწიფო არ შეიძლება, იყოს მთავრობის გარეშე.
ამასთან, ვაშაძემ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებების შესახებ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სწორედ მისი განცხადებების შემდეგ დაიწყო "კივილი მოსკოვში".
ვაშაძის განმარტებით, კლინიკური იდიოტიზმი დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა, რომელიც შეიტანეს პრეზიდენტის კაბინეტში, შიდა პოლიტიკური საკითხი საგარეო პოლიტიკურ საკითხად გადააქცია.