პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს იმ კანონპროექტებს, რომელიც მას მოსწონს, - ამის შესახებ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ვაშაძემ დასძინა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოში არასდროს ყოფილა.