"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გარდაბანში, სოფელ ქესალოს მცხოვრებლებს შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრაზე აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პრობლემაზე ისაუბრა. ვაშაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში აზერბაიჯანელებისთვის, რომლებმაც ქართული არ იციან, დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელია.