"ინაუგურაცია თუ უნდათ თბილისში ჩაატარონ, თუ უნდათ ზუგდიდში, ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვაქვს და არავინ აპირებდა მის ჩაშლას" - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია.