გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბათუმში საზღვაო ჰოსპიტალში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მინაწილეებს მან კოალიციის გეგმები და ხედვები გაუზიარა.ვაშაძის განცხადებით, 28 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯანდაცვის სფერო ახალი კოალიციური მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება.მისი თქმით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ბავშვთა ჯანდაცვა სწრაფად არის მოსაგვარებელი საკითხებია. ვაშაძის განცხადებით, ბავშვთა სამი კლინიკა აშენდება, სადაც მოქალაქეებს კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან და ასევე გაიაფდება წამლები.