მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ აიპიემ ტერმინალის“ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება მის მიერ იქნა მიღებული. კაკაურიძე იმ ფაქტსაც ადასტურებს,რომ იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში.მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას საქმის კურსში არ ჩაუყენებია.მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, ის დოკუმენტი, რაც ფოთში ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" მიიღო, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დარღვევებით გაიცა.