პოლიტოლოგ, გრიგოლ გეგელიას მოსაზრებით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგევლაშვილი "უღიმღამო პრეზიდენტი იყო". როგორც გეგელიამ "პალიტრა ნიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, ერთადერთი დადებითი, რაც მარგველაშვილმა ქართული პოლიტიკის რელობაში შეიტანა, არის ის რომ საზოგადოებას მისი დამოუკიდებლობა აჩვენა. შეკითხვაზე, როგორია მისი პოზიცია ირაკლი კობახიძის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა არჩევნებში იმიტომ ვერ მიიღო, რომ მისი რეიტინგი დაბალი იყო, გრიგოლ გეგელიამ უპასუხა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ჩვეულებრივი ნეო-ბოლშევიკია, რომ რასაც წინ დაუდებ და ეტყვი, რომ უნდა გაამართლოს, იმას გაამართლებს.