ახალგაზრდა გარემოსდამცველი, გრეტა თუნბერგი აქტივისტებს მოუწოდებს "ციფრული აქციები" გამართონ. მისი თქმით, ხალხმა სოლიდარობა უნდა გამოიჩინოს და ქუჩის აქციებზე არ გავიდეს.
"ჩვენზე, ახალგაზრდებზე ვირუსს ყველაზე ნაკლები გავლენა აქვს, მაგრამ ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოვიჩინოთ მოწყვლადი ადამიანების მიმართ და მოვიქცეთ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად",- წერს თუნბერგი სოციალურ ქსელ "ტვიტერში". მისი თქმით, აქტივისტებმა ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები უნდა გაიზიარონ და ონლაინ კამპანიები დაიწყონ.