გრენლანდია გეგმავს იმ წყლის ექსპორტის დაწყებას, რომელსაც დნობადი მყინვარებიდან მიიღებს და რომლებიც შესაძლოა, დედამიწის მშრალ რეგიონებს გამოადგეს. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში გრენლანდიის ენერგეტიკის და ინდუსტრიის მინისტრმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის დივერსიფიცირება, მაგალითად, წყლით ვაჭრობის მიმართულებითაც კი გრენლანდიას მისცემს საშუალებას, იყოს უფრო დამოუკიდებელი დანიისგან. ამავე მიზნით კუნძულოვანი ავტონომიის ხელისუფალნი აპირებენ ტურიზმის აქტიურად განვითარებას.
ცნობისთვის, გრენლანდია დანიის შემადგენლობაშია და 2009 წლიდან სარგებლობს ფართო ავტონომიით. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა პოლიტიკა და უსაფრთხოების ნაწილი კოპენჰაგენის პრეროგატივაში რჩება.