ესპანეთში "სამი მეფის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი გრანდიოზული მსვლელობა და კოსტიუმირებული სანახაობა გაიმართა. საჩუქრების მისაღებად მადრიდის მთავარ ბულვარში ასობით ადამიანი შეიკრიბა , განსაკუთრებით დიდი მოლოდინი ბავშვებს ჰქონდათ. ლეგენდის თანახმად ტრადიციას 2 ათასზე მეტი წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი, მაშინ როცა აღმოსავლელმა ბრძენებმა ახალშობილი იესო დაასაჩუქრეს. "სამი მეფის აღლუმზე" სავარაუდო ტერაქტის თავიდან ასაცილებლად, ესპანეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.