ოლიმპიურ სასახლეში პროექტ "ლიბერთინსის" ორგანიზებით გამართულ ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტზე გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. იღბლიანი მკითხველები სუპერპრიზების მფლობელები გახდნენ. LIBER გათამაშებაში გათამაშდა ორ კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში, ორ კაციანი საგზური იტალიაში, ორი ველოსიპედი, HP-ის ორი ნოუთბუქი, Canon-ის პროფესიონალი ფოტოაპარატი. გამარჯვებულების გამოვლენასა და ღონისძიების მიმდინარეობისას მათთან სატელეფონო კომუნიკაციას, ოლიმპიურ სასახლეში მყოფი თინეიჯერები ოვაციებით ხვდებოდნენ. გრანდიოზული ღონისძიება dj რემბომ წაიყვანა. კონცერტზე Loudspeakers-მა 10-ზე მეტი მუსიკალური ნომერი შეასრულა. ღონისძიებაზე დასასწრებად 3000 ბილეთი გაიყიდა. დამსწრეთა დიდ უმრავლესობას თინეიჯერები წარმოადგენდნენ.