საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მოსახლეობას დაპირდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მას არაერთი სპეკულაცია ესმის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. პრემიერმა მოსახლეობას პროექტის დასრულების პირობა მისცა. მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტის შესახებ დადიანების სასახლეში, ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენაზე ისაუბრა.