"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სანახევრო სიმართლით ეს ადამიანები სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდამჭერად ვერ იქნებიან აღქმული. რომან გოცირიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ნებისმიერი დავალების შემსრულებლები არიან, რომლებმაც ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას.