თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რონალნდ ახალაიას ძმიშვილი ელვარდი ახალაიაც ემსხვერპლა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
კომენტარისთვის ჩვენ როლანდ ახალაიასაც დავუკავშირდით, რომელმაც მოკლედ გვიპასუხა:
"ახლა არაფერზე საუბარი არ შემიძლია" - აღნიშნა მან.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, ბაჩო ახლაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი, სადაც ახლობლის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ.
"უმძიმესი დილა გათენდა" - წერს ანი ნადარეიშვილი.