"თეგეტა მოტორსმა" გორში კიდევ ერთი სერვის ცენტრი გახსნა. 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ ფილიალში 15 ადგილობრივი კადრი დასაქმდა. კომპანიამ სერვის ცენტრის გახსნისთვის 165 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ქალაქ გორში მომხმარებლებს როგორც მსუბუქი ისე სატვირთო ავტომობილების სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.
"თეგეტა მოტორსი" ცენტრებში მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. კომპანია ქართულ ბაზარზე 22 წლის წინ გამოჩნდა და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.