გორში, ყიფიანის ქუჩაზე #15-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადის თანამშრომელი, კაპრალი მარიკა გელაძე გარდაცვლილი იპოვეს. იგი წლების განმავლობაში მე-5 ბრიგადაში ექთნად მუშაობდა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სამსახურში არ გამოცხადდა და თანამშრომლებმა შინ მიაკითხეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ერთ-ერთ ვერსიად საცხოვრებელ ბინაში გაზის გაჟონვა განიხილება.