გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ორი ვერტმფრენია ჩართული - Palitra News

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ორი ვერტმფრენია ჩართული

2019-08-24 13:09:52+04:00

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი და დამატებითი ცოცხალი ძალა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.