გორში, სოფელ საყავრეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მეხანძრე-მაშველების გარდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მობილიზებაც მოხდა. არსებული ინფორმაციით ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზეა გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენის გარდა მობილიზებულია 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. უწყების ცნობით ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.