გორში 44 წლის მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. პირი, რომელმაც მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, უცხოეთის მოქალაქეა და გარდაცვლილისგან ბინას ქირაობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულმა პოლიციელს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.