გორში პოლიციის მკვლელობისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. თურქეთის მოქალაქემ გორში 44 წლის ინსპექტორ-გამომძიებელი მოკლა. გარდაცვლილი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. პირი, რომელმაც სამართალდამცველს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, გარდაცვლილისგან ბინას ქირაობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულმა მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.