გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე საკუთარ ავტომანქანასთან, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს გულ-მკერდის არეში ჭრილობა აღენიშნება. სავარაუდოდ, დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღითაა მიყენებული.”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი რევაზ ოქროპირიძეა.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.გარდაცვლილის ახლობლები ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ვერ ასახელებენ მიზეზს, რატომ შეიძლებოდა თავი მოეკლა, თუმცა ამ დროისთვის ერთ-ერთ მთავარ ვერსიად სწორედ თვითმკვლელობა განიხილება.შსს-ს დეპარტამენტს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.