„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონულ ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე 4-ვე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზარალის ანაზღაურებაზე მზად იყვნენ, თუმცა, აღნიშნეს, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ ჩაუდენიათ.
გამოძიების ინფორმაციით, 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქალაქ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.