გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის და ოფისში არსებული ნივთების დაზიანების ფაქტზე პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დაკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ქვები ესროლა გორში გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს