გორში კორონავირუსი მაღაზია "ემბავუდის" მენეჯერს დაუდასტურდა - Palitra News

გორში კორონავირუსი მაღაზია "ემბავუდის" მენეჯერს დაუდასტურდა

2020-06-12 13:07:19+04:00

გორში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა გორში. "კოვიდ-19" "ემბავუდის" მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის მენეჯერს დაუდასტურდა.

ახალგაზრდა ქალი კლინიკაში 10 დღის წინ შეიყვანეს ვირუსული ინფექციის სიმპტომებით, თუმცა კლინიკაში შეყვანისას ჩატარებული ტესტირებისას კორონავირუსი არ დაფიქსირდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

"ემბავუდის" გორის ფილიალი დღეს დილით დაიკეტა.