გორში ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკა "იავნანას", გასული 24 საათის განმავლობაში, კიდევ 53 არასრულწლოვანმა პაციენტმა მიმართა.
ექიმის განცხადებით, პაციენტებს კვლავ იგივე სიმპტომები, დიარეა და პირღებინება აღენიშნებათ. მედიკოსები ამბობენ, რომ ამ დროისთვის სტაციონარში 26 პაციენტი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისა.
შეიცვალა ლოკაცია - გუშინ თუ თითქმის ერთი უბნის პაციენტებს ჰქონდათ ჩივილები, ახლა გეოგრაფია გაფართოვდა და მოზარდები უკვე გორის რაიონის სოფლებიდანაც მოჰყავთ.
ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი გორის კომბინატის დასახლებიდან კლინიკაში გუშინაც შეიყვანეს.