გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს - Palitra News

გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს

2017-07-31 10:40:53+04:00

ქალაქ გორში ახალშობილი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩვილი ერთ-ერთ ქუჩაზე, ზეწარში გახვეული იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.