გორში დღეს სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება. მსვლელობა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ოქონის მშენებარე ეკლესიამდე მოეწყო, სადაც სადღესასწაულო წირვა აღევლინა. წირვის შემდეგ ქალაქის დალოცვის მიზნით, მსვლელობა გაიმართება. დღის ბოლოს კი, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას უმასპინძლებს. დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნევა.