დაკარგული დები, ანი და მარიამ მეგრელიშვილები პოლიციამ რუსთავში იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი რუსთავში მეგობრებთან ჩავიდნენ.ოჯახი გორიდან გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ეძებდა. გაუჩინარებულ 16 წლის მარიამ და 17 წლის ანა მეგრელიშვილებს 12 აპრილიდან ოჯახი საკუთარი ძალებით ეძებდა, 5 დღის წინ კი შესაბამისი განცხადებით შს სამინისტროს მიმართეს.