გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი გოგონა იპოვეს.შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელს ბათუმში მიაკვლია. 12 წლის მოზარდი თავს უვნებლად გრძნობს.არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება.შეგახსენებთ, 12 წლის მოზარდი გოგონას ძებნა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სახლში არ დაბრუნდა.