გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლეობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს, რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა დანიშნული.დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. პროცესის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. აღნიშნულის მიზეზი, სავარაუდოდ, ბრალდებულის უსაფრთხოებაა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა დაკავებული.