გორში 8 წლის ბავშვის მკვლელობის სავარაუდო მოტივი სექსუალური ძალადობაა - ოჯახის წევრებს მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირთ - Palitra News

გორში 8 წლის ბავშვის მკვლელობის სავარაუდო მოტივი სექსუალური ძალადობაა - ოჯახის წევრებს მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირთ

2018-10-26 17:35:49+04:00

გორში მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახის წევრებს მომხდარის მოტივზე საუბარი ამ დრომდე უჭირთ. როგორც გარდაცვლილის ბებიამ, თინა ბეჟიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვს სხეულის რამდენიმე ადგილას დაზიანებები აღენიშნება. 8 წლის გოგონას პედაგოგები ახასიათებენ ,როგორც ძალიან მოწესრიგებულ და გონიერს ბავშვს. მათვის უცნობია თუ რატომ შეიძლება მომხდარიყო ეს ტრაგედია. მათივე თქმით ისინი ჯერ კიდევ შოკში იმყოფებიან . თავად ბრალდებულის მეზობლები კი ამბობენ რომ ნებიერიძე წარსულშიც ბავშვის გატაცებაზე იყო დაკავებული. თუმცა, დაკავებულის დედის ინფორმაციით, იაგო ნებიერიძე სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა. „იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას“ - ამბობს 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა.

იხილეთ:

მამაკაცი, რომელსაც გორში 8 წლის გოგონას მკვლელობა ედება ბრალად - დაკავების კადრების შსს ავრცელებსროგორ ეძებნდნენ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს სახლებსა და დანაშაულის ადგილის მიმდებარედ? - საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეო

გორში გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმ სახლთან ახლოს ცხოვრობს, სადაც სისხლის კვალი იპოვეს - საბანაძის განცხადება

"გადაუღია ამ ბავშვისთვის სურათი, ალბათ მიდიოდა ამ ქუჩაზე, თავშიც ჩარტყმული ქონია" - გორში მოკლული გოგონას მასწავლებელი ახალ დეტალებზე საუბრობს