იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ის ორი მოწმე დაიკითხა, რომლებიც იმ სახლის მესაკუთრეები არიან, სადაც მკვლელობა მოხდა. როგორც გორში პროკურორმა, ზურაბ წერეთელმა განაცხადა, დაკითხული ხუთივე მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რადგანმათი ჩვენებებით იაგო ნებიერიძის ამ საქმესთან შემხებლობა დგინდება.ნებიერიძის ადვოკატი, მარიამ პაპოშვილი კი, ბრალდების მხარეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და საზოგადოებაზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს. შემდეგი სასამართლო სხდომა 11 აპრილს, 12 საათზე დაინიშნა.