გორში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების აქცია მოეწყო. მოსახლეობასთან ერთად, მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ, ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიების ბოლოს, სიმბოლურად, ჰაერში ფრანები გაუშვეს, რომელსაც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელები ეწერა.