გორში 20 წლის ახალგაზრდა არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს - Palitra News

გორში 20 წლის ახალგაზრდა არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

2019-10-13 17:50:59+04:00

შსს-ს გორის სამმართველოს თანამშრომლებმა გორში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.