უკვე მეთხე დღეა გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ტერიტორია, რომელიც მდინარე ლიახვის სანაპიროს ესაზღვრება პოლიციის ოპერატიული ლენტითაა შემოსაზღვრული. 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებებმა, სავარაუდოდ, ჯერ-ჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. ასევე უცნობია, რა ტერიტორიაზე განახლდება ძებნა. შსს-ს ოპერატიული ჯგუფები პარკის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან.