გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 5 სექტემბერს, გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ.
„მოსახლეობას და მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკაონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ შეზღუდვებს და რეგულაციებს დაემორჩილონ, თორემ მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რომელიც კიდევ უფრო ცუდად წაადგება არსებულ სიტუაციას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, მისივე თქმით, „თავისუფალი უნივერსიტეტის ინფიცირებული სტუდენტის კონტაქტები მოძიებულია. რაც შეეხება კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ინფიცირების შემთხვევას, ეზუგბაია განმარტავს, რომ მოსწავლეები არ არიან ინფიცირებულები და შემხებლობა პედაგოგებს შორის იყო.