სპეცოპერაცია შიდა ქართლში - გამთენიისას სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ერთდროულად რამდენიმე ადამიანი, ქალაქ გორსა და მის მიმდებარე სოფლებში აიყვანეს. ჩატარდა ჩხრეკაც. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე ამბობს, მომხდარი, სავარაუდოდ, ქურდულ სამყაროსთან კავშირს ეხება. სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.