გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში შვილმა დილით მშობლები გარდაცვლილი ნახა.
ოჯახის წევრები და თანასოფლელები ცოლ-ქმრის გადაცვალების ვერსიად სახლში დამონტაჟებული გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.
"სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა, ან ნამწვით მოიწამლნენ. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის საფუძველზე დაზუსტდება", - განუცხადა "პალიტრანიუსს" გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე პრიმა მუხლის მე-3 ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გამათბობელი მოწყობილობების მონტაჟის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.