გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ექვსი ნიმუშიდან "კოვიდ 19"-ზე ერთი დადებითი პასუხი მოვიდა.
ჰოსპიტალში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 14 პირი მკურნალობს. გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში კი ამ დროისათვის 56 პირი იმყოფება.