თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პაციენტებს ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ. როგორც თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შორის, უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა ირანის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ჰოსპიტალში ორი დღის წინ მოათავსეს.
შეგახსენებთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე 1-ელი მარტიდან განთავსდა.