გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან გორის საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს. ორივე მათგანს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან. ერთ-ერთი დაჭრილი სამედიცინო ცენტრ "გორმედის" სტაციონარში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე კი - გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაშავებული ძმებიდან ერთი 20 წლის, მეორე კი 22 წლისაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები უცნობია, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.