გორის რაიონის სოფელი კირბალიდან ოკუპანტებმა 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს - Palitra News

გორის რაიონის სოფელი კირბალიდან ოკუპანტებმა 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს

2018-10-07 16:13:12+04:00

გორის რაიონის სოფელი კირბალიდან რუსმა სამხედროებმა 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც აკაკი დოთიაშვილი საქონელს მწყემსავდა.სავარაუდოდ, მისი დაკავება საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა და ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.მამაკაცის გათავისუფლების საკითხში ჩართულია ყველა სტრუქტურა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.