გორის რაიონის სოფელ საქაშეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს. მშობლების განცხადებით, საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეატყობინეს, რომ სოფლის საბავშვო ბაღის ლიკვიდაცია იგეგმება. მათივე ტქმით ,ისინი არ დაუშვებენ, რომ ბაღის დახურვა მოხდეს. გორის მუნიციპალიტეტის იურდიული სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ ეტაპზე საქაშეთის საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას გააგრძელებს. ასევე ამოქმედდება ვარიანის მეურნეობის დასახლებაში ახალაშენებული, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი.