გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ამის შესახებ პალიტრანიუსს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.მათივე ინფორმაციით, ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის.საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში დილიდან უკვე აღარ იყო ვერტმფრენების გამოყენების საჭიროება. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.