გორის მუნიციპალიტეტის მერიის კიდევ ორმა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა. გათავისუფლების თაობაზე განცხადებები ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ ლალებაშვილმა და ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა გია პაპიტაშვილმა დაწერეს. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ორივე მათგანის განცხადება დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, გუშინ, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ გორის მერის მოადგილეები - ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი, ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან.