სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟს. მათთან გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივიდა და გასაუბრება სცადა, თუმცა მერის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მის კითხვას არ უპასუხეს და მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლნენ, რომ ბრძანებას ასრულებდნენ.