Google-ს შესაძლოა, კომპანია Oracle Corp-ისთვის (ორაქლ კორპი) მილიარდობით დოლარის გადახდა მოუწიოს. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, სადაც დავა აღნიშნულ საქმეზე უკვე წლებია მიმდინარეობს.საჩივარი, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში კომპანია Oracle-ის მხრიდან შევიდა, ტექნოლოგიურ გიგანტ Google-ს მის მობილურ მოწყობილობებში პატენტის უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებს. Oracle საავტორო უფლებების დარღვევისთვის Google-სგან 8 მილიარდ 800 მილიონ დოლარს ითხოვს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა, ვინაიდან დაბალი ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს ბადებს.Java 1990-იანებში (ჯავა) კომპანია Sun Microsystems Inc-ის (სან მაიკროსისტემს ინკორპორეიშენი) მიერ შეიქმნა, რომელიც Oracle-მა 2010 წლის იანვარში შეიძინა 7 მილიარდ 400 მილიონ დოლარად და Google-თან სასამართლო დავა შეძენიდან 8 თვეში დაიწყო.